მთავარი / კონფიდენციალურობის პოლიტიკა
Sutter.ge

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Sutter.ge მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შეკვეთის მიღების, მიწოდების, კომუნიკაციისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

1. კონფიდენციალურობა

1.1 Sutter.ge-ს საიტით სარგებლობისას ან შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელს შესაძლოა მოეთხოვოს პერსონალური ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, ფაქტობრივი მისამართი და ტელეფონის ნომერი.

1.2 მომხმარებლის მიერ მიწოდებული მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას შეკვეთის დამუშავების, მიწოდების, კომუნიკაციის, სიახლეების, აქციებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

1.3 საბანკო ან ელექტრონული გადახდისას ფინანსური ინფორმაცია მუშავდება შესაბამისი გადახდის სისტემის მიერ და Sutter.ge-ს ადმინისტრაციას მომხმარებლის საბარათე მონაცემებზე წვდომა არ გააჩნია.

1.4 საიტმა შეიძლება გამოიყენოს Cookies, რომელიც ინახავს არაპირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას და არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის პირდაპირ იდენტიფიკაციას.

1.5 შესაძლებელია დამუშავდეს ინფორმაცია იმ ვებგვერდის URL მისამართის შესახებ, საიდანაც მომხმარებელი გადმოვიდა Sutter.ge-ზე.

1.6 შესაძლებელია დამუშავდეს ინფორმაცია იმ ვებგვერდის URL მისამართის შესახებ, რომელზეც მომხმარებელი გადავა ჩვენი საიტიდან.

1.7 შესაძლებელია დამუშავდეს მომხმარებლის მოწყობილობის ბრაუზერის სახეობა და IP მისამართი.

1.8 საიტით სარგებლობისას ჩვენ ან უფლებამოსილმა მესამე მხარეებმა შეიძლება ავტომატურად მივიღოთ ტექნიკური ინფორმაცია ისეთი მექანიზმებით, როგორიცაა Cookies, Web Beacons და Pixel Tags.

1.9 მონაცემები მუშავდება მაშინ, როდესაც მომხმარებელს სურს ჩვენი პროდუქტის ან მომსახურების მიღება.

1.10 მომხმარებელთან კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ტელეფონით, ელ.ფოსტით ან სოციალური ქსელის საშუალებით.

2. ვის და რა საფუძველზე ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს

2.1 პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლო განჩინების, ოფიციალური მოთხოვნის ან სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე.

2.2 მონაცემები შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანიზაციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მომსახურების გასაწევად და შესაბამისი მხარეები იღებენ ვალდებულებას მონაცემების უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად დამუშავებაზე.

2.3 ინფორმაცია შეიძლება გაიცეს ჩვენი უფლებების დასაცავად ან სამართლებრივი პროცესის უზრუნველსაყოფად.

2.4 საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს, მარეგულირებელ ორგანოებს, მიწოდების ან მომსახურების პარტნიორებს.

3. პერსონალური ინფორმაციის დაცვა

3.1 Sutter.ge-ს საშუალებით მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ გადაეცემა მესამე პირებს კომერციული მიზნებისთვის.

3.2 პლატფორმა იღებს ვალდებულებას, რომ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული კანონით აკრძალული მიზნებისთვის.

3.3 პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება მესამე პირებისთვის შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3.4 პერსონალური მონაცემების დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად.

4. პასუხისმგებლობა

4.1 მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაციის სისრულეზე, სიზუსტესა და დროულ განახლებაზე.

4.2 მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას საკუთარი პერსონალური ინფორმაცია მესამე პირებისთვის გამჟღავნებისგან.

4.3 Sutter.ge არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ საკუთარი პერსონალური ინფორმაციის, პაროლის ან სხვა მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემით გამოწვეულ ზიანზე.