მთავარი / დაბრუნების პოლიტიკა
Sutter.ge

დაბრუნების პოლიტიკა

პროდუქციის დაბრუნება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად.

1. დაბრუნების ვადა

მომხმარებელს უფლება აქვს, დისტანციურად შეძენილ პროდუქტზე უარი თქვას პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისებისა.

2. დაბრუნების ინიცირება

დაბრუნების სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით პროდუქტის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში ტელეფონით ან Facebook Messenger-ის საშუალებით.

3. პროდუქტის მდგომარეობა

დაბრუნებული პროდუქტი უნდა იყოს დაუზიანებელი, სრულ კომპლექტაციაში და თან ახლდეს შეძენის დამადასტურებელი ინფორმაცია.

4. გამონაკლისები

პროდუქტის დაბრუნება შეიძლება არ განხორციელდეს, თუ პროდუქტი გახსნილია და მისი დაბრუნება შეუძლებელია ჰიგიენური ან უსაფრთხოების მიზეზით, დაზიანებულია მომხმარებლის მიერ ან გამოყენებულია ისე, რომ პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება შეუძლებელია.

5. თანხის დაბრუნება

დაბრუნების დადასტურების შემდეგ თანხა ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, შეთანხმებული გადახდის მეთოდით.